„ამ ადამიანების ქვეყნისადმი სიყვარული იქცა მაგალითად და სიმბოლოდ თუ როგორ შეიძლება დავიცვათ ქვეყანა“

news
ავტ.: news აპრილი 9, 2015 14:23 განახლებულია

„ამ ადამიანების ქვეყნისადმი სიყვარული იქცა მაგალითად და სიმბოლოდ თუ როგორ შეიძლება დავიცვათ ქვეყანა“

მნიშვნელოვანი

  • თბილისისი მთავრობის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

სხვა სტატიები

თბილისისი მთავრობის წევრებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, 9 აპრილს დაღუპული ადამიანების გმირობა იყო მაგალითი ყველა ქართველისთვის.

„26 წელი გავიდა იმ დიდი ტრაგედიიდან, რაც ჩვენს თავს დატრიალდა და დავკარგეთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მამულიშვილები, მაგრამ მიუხედავად ამისა, რაც უფრო მეტი წელი გადის, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პატივს მიაგებს მათ ხსოვნას, არ მცირდება და ყოველთვის ღირსეულად იგონებენ ამ ადამიანებს. მათი სიძლიერე და ქვეყნისადმი სიყვარული იქცა მაგალითად და სიმბოლოდ იმისა, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ საკუთარი ქვეყანა ძალადობისგან და აგრესიისგან. ეს გახდა სამაგალითო სხვებისთვის. ყველა ჩვენგანის ვალია პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას და გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობას, თუ რაოდენ ღირსეული ადამიანები იყვნენ ისინი“, – განაცხადა ნარმანიამ.

news
ავტ.: news აპრილი 9, 2015 14:23 განახლებულია

Google სტატისტიკა


3,385
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics