”ამის განმსაზღვრელი ფაქტორი არის მოლოდინების არასწორი მართვა”

news
ავტ.: news სექტემბერი 10, 2015 20:54

”ამის განმსაზღვრელი ფაქტორი არის მოლოდინების არასწორი მართვა”

მნიშვნელოვანი

  • კიკორია ამბობს, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი არასწორი მოლოდინებია. თუმცა კიკორია ფიქრობს, რომ ამ პროცესის მართვა საქართველოს ეროვნულ ბანკს და მთავრობას ერთობლივად შეუძლიათ.

სხვა სტატიები

ეროვნული ვალუტა ბოლო თვეებია ამერიკულ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად უფასურდება. ლარის კურსი დღეს ეროვნულმა ბანკმა კვლავ შეცვალა და აშშ დოლარის ღირებულება რამდენიმე თეთრით გაიზარდა.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ კომენტარი გააკეთა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ.

კიკორია ამბობს, რომ ლარის გაუფასურების მიზეზი არასწორი მოლოდინებია. თუმცა კიკორია ფიქრობს, რომ ამ პროცესის მართვა საქართველოს ეროვნულ ბანკს და მთავრობას ერთობლივად შეუძლიათ.

”მაკრო ეკონომიკური ფუნდამენტები იმისა, რომ ლარი ასე უფასურდებოდეს არ არის, აქედან გამომდინარე ერთადერთი ამის განმსაზღვრელი ფაქტორი არის მოლოდინების არასწორი მართვა. თუმცა, ამის მართვა შესაძლებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი მუშაობით,”- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ კურიერთან საუბრისას.

news
ავტ.: news სექტემბერი 10, 2015 20:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics