- გვსურს გამოვთქვათ პროტესტი ოჯახის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნით გამოყენების გამო – გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახი
- (foto) იაპონიაში საკურა აყვავილდა
- დღეს ნინოობაა
- “მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით
- ამირან გამყრელიძე – აზიური ფაროსანა ადამიანის ჯანმრთელობაზე არ მოქმედებს, არ იკბინება და არ გადააქვს ინფექცია
- 13 ოქტომბერი მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა+ვიდეო
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს
მნიშვნელოვანი
- იან კელი
სხვა სტატიები
- არ შეიძლება დავუშვათ, რომ მოსამართლეებად დანიშნონ ადამიანები, რომლებიც არ არიან შერჩეული ობიექტურად – ანა დოლიძე მოსამართლეთა გამოცდებზე
- რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა მომავლის იმედით- პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზთან
- ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვრის 100 ათას ლარამდე შემცირება, სწორია და სჯობდა, მსგავსი ნაბიჯი ცოტა ადრეც გადადგმულიყო
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ავღანეთში ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ძალიან დამწუხრებული ვარ რიგითი ვასილ ყულიჯანიშვილის დაღუპვით და სერჟანტ პაატა როსტობაიას დაშავებით ავღანეთში, ნატოს „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ მისიაში სამსახურისას. ჩემი ქვეყნის სახელით ვუთანაგრძნობ რიგითი ყულიჯანიშვილის ოჯახსა და მთელ ქართველ ხალხს. სერჟანტ როსტობაიას კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. რიგითი ყულჯანიშვილისა და სერჟანტ როსტობაიას სიმამაცე და მსხვერპლი საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდასაჭერად იმ ქართველი ჯარისკაცების გმირობისა და სიმამაცის სიმბოლური გამოხატულებაა, რომლებიც თავისი მეგობრებისა და ძმების – ამერიკელი საზღვაო ქვეითებისა და ავღანეთის სამთავრობო ძალების მხარდამხარ იბრძვიან. ესაა ბრძოლა ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის. რიგითი ყულიჯანიშვილის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად, ჩემი განკარგულებით, აშშ-ის საელჩოს დროშა 24 საათის განმავლობაში დაშვებული იქნება“. – ნათქვამია ელჩის განცხადებაში.