ამერიკელმა ფერმერმა ყანაში 100 საუკუნის უკანდელი მამონტის ძვლები აღმოაჩინა (VIDEO)

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 9, 2015 02:42

ამერიკელმა ფერმერმა ყანაში  100 საუკუნის უკანდელი მამონტის ძვლები აღმოაჩინა (VIDEO)

მნიშვნელოვანი

  • სექტემბრის ბოლოს მიჩიგანელმა ფერმერმა ჯეიმს ბრისტლიმ, საკუთარ ყანაში უძველესი მამონტის ძვლები აღმოაჩინა...

სხვა სტატიები

სექტემბრის ბოლოს მიჩიგანელმა ფერმერმა ჯეიმს ბრისტლიმ, საკუთარ ყანაში უძველესი მამონტის ძვლები აღმოაჩინა…

ფერმერმა ბრისტლიმ, ყანის მოხვნის დროს ნიადაგში სარის მსგავსი რაღაც უცნაური ღეროები აღმოაჩინა, რომელიც თავიდან ტალახში ჩაფლული ძველი ღობის ნაწილი ეგონა, თუმცა ღეროების მიწიდან ამოღებისა და მათი გაწმენდის შემდგომ დარწმუნდა, რომ ეს ძვლები იყო… ფერმერმა ნანახის შესახებ ხელისუფლებას შეატყობინა.

აღმოჩენის ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ნაპოვნი ძვლები უძველესი მამონტის ნეკნები იყო… რის გამოც ადგილზე გათხრები დაიწყეს… გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა უძველესი მამონტის თავის ქალა ეშვებით და ჩონჩხის სხვა ძვლებიც.

მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორის დენიელ ფიშერის განცხადებით, აღმოჩენილი მამონტის ძვლები 10 დან 15.000 წლის უკანდელ პერიოდს განეკუთვნება

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 9, 2015 02:42

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics