ამაზონმა ყალბი რეცენზიების გამო ათასზე მეტ ადამიანს უჩივლა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 18, 2015 18:53

ამაზონმა ყალბი რეცენზიების გამო ათასზე მეტ ადამიანს უჩივლა

ამაზონმა ყალბი რეცენზიების გამო ათასზე მეტ ადამიანს უჩივლაკომპანია ამაზონმა ათასზე მეტ ადამიანს უჩივლა, რომლებმაც საიტზე ყალბი რეცენზიები დადეს. საჩივარი სიეტლის სასამართლოში შეიტანეს.
კომპანია ამტკიცებს, რომ საიტზე განთავსებულია “ყალბი, მომხმარებლების შეცდომაში შემყვანი რეცენზიები”, რომლებიც მწარმოებელი კომპანიების მიერ არის დაკვეთილი.

ამაზონის განცხადებით 1114 მოპასუხე, რომელთა სახელები კომპიისთვის ჯერჯერობით ცნობილი არ არის, საიტზე Fiverr-ს 5 დოლარად სთავაზობენ თუკი ისინი სამაგიეროდ პოზიტიურ რეცენზიას დაწერენ ან უმაღლეს ქულას მიანიჭებენ.
“იმის მიუხედავად, რომ ეს ხალხი არც თუ ისე ბევრია, შესაძლებელია რომ ყალბმა რეცენზიებმა ამაზონის მომხმარებლებზე ნეგატიურად იმუშაოს, რაც თავის მხრივ ამაზონის ბრენდს აზარალებს” – ნათქვამია ამაზონის საჩივარში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 18, 2015 18:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics