“ალ-ქაიდამ” “თალიბანს” ერთგულების ფიცი მისცა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 13, 2015 21:32

“ალ-ქაიდამ”  “თალიბანს” ერთგულების ფიცი მისცა

"ალ-ქაიდამ"  "თალიბანს" ერთგულების ფიცი მისცაისლამური დაჯგუფება “ალ-ქაიდას” ლიდერმა აიმან ზავახირმა “თალიბანის” ხელმძღვანელს მულა ახტარ მანსურს ერთგულების ფიცი მისცა.
ეს ზავახირის პირველი სახალხო მიმართვაა გასული წლის სექტემბრის შემდეგ. მისი დიდი ხნის დუმილის მანძილზე ჭორებიც გავრცელდა, რომ ის მოკვდა, როგორც თალიბანის ექს-ლიდერი მულა ომარი.
ჩანაწერი, სადაც ზავახირის სახალხო განცხადებაა გაკეთებული, “ალ-ქაიდას” ონლაინ ქვეგანყოფილებაში გამოქვეყნდა, თუმცა, ზავახირის პიროვნების დადგენა ზუსტად ვერ ხერხდება.

“როგორც ალ-ქაიდას ემირი, მე თქვენ ერთგულებას გპირდებით შეიხის, უსამა ბინ ლადენის და მისი მოწამებრივი ძმების გზას მივყვები, და ფიცს ვდებ მულა ომართან” – ნათქვამის ჩანაწერში. ვიდეჩანაწერში გამოყენებულია ზავახირის ფოტო.

ალ-ქაიდა და ზავახირი მულა ომარს გლობალური ჯიჰადისტური მოძრაობის ლიდერად აღიარებენ.
მულა ომარის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია 29 ივლისს გამოჩნდა. ის 2013 წლის აპრილში დაიღუპა – ავღანეთის ხელისუფლების ცნობით. ომარი “თალიბანს” 20 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 13, 2015 21:32