ალექსი პეტრიაშვილი ხელისუფლებას რჩევას აძლევს

news
ავტ.: news თებერვალი 15, 2015 18:30

ალექსი პეტრიაშვილი ხელისუფლებას რჩევას აძლევს

ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის ელჩის დაბარების ფაქტს ეხმაურება. პეტრიაშვილი ფიქრობს, რომ მთავრობამ არ უნდა იჩქაროს გადაწყვეტილებების მიღება და უნდა დაფიქრდეს თითოეულ ნაბიჯზე, როდესაც ეს მრავალწლიან ურთიერთობებს ეხება.

“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ძალიან სერიოზული სიფრთხილით მოეკიდონ ამგვარ ფაქტებს. ქვეყნებს შორის არსებობს მტკიცე ურთიერთობები და არ უნდა მოხდეს მათი განელება ან დაკარგვა. რეალურად გარკვეული უხერხულობები იქმნება, მაგრამ აუცილებელია ყველაზე მაღალ საზომად ხალხთა შორის ურთიერთობები დავაყენოთ,”- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

news
ავტ.: news თებერვალი 15, 2015 18:30

Google სტატისტიკა


2,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics