ალექსი პეტრიაშვილი – ღარიბაშვილს, უსუფაშვილს, სხვა ლიდერებს ატალახებული უნდა ჰქონდეთ ბრიუსელის, ვაშინგტონის და სხვა დედაქალაქების კარები

news
ავტ.: news ივლისი 21, 2015 16:16

ალექსი პეტრიაშვილი – ღარიბაშვილს, უსუფაშვილს, სხვა ლიდერებს ატალახებული უნდა ჰქონდეთ ბრიუსელის, ვაშინგტონის და სხვა დედაქალაქების კარები

მნიშვნელოვანი

  • ჩვენ თვითონ პრობლემას თუ არ წამოვწევთ, ჩვენს მაგივრად ამას არავინ გააკეთბს საერთაშორისო არენაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც ის აფასებს საქართველოს მთავრობის რეაქციას საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

სხვა სტატიები

ჩვენ თვითონ პრობლემას თუ არ წამოვწევთ, ჩვენს მაგივრად ამას არავინ გააკეთბს საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც ის აფასებს საქართველოს მთავრობის რეაქციას საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ყველანი ერთიანი ვართ იმაში, რომ პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ, თუმცა მეორე საკითხია ის, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან უმაღლეს დონეზე.
“ირაკლი ღარიბაშვილს, დავით უსუფაშვილს, ხელისუფლების სხვა ლიდერებს 24-საათიან რეჟიმში ატალახებული უნდა ჰქონდეთ ბრიუსელის, ვაშინგტონის და სხვა დედაქალაქების კარები, ყველა კარს უნდა ამტვრევდნენ იმ მიზნით, რომ მიწოდებული იყოს მათთვის დეტალური ინფორმაცია და არა ჩვენ გვაწყნარებდნენ აქ არაფერი არ ხდება და ნურავინ ნუ ინერვიულებსო”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

news
ავტ.: news ივლისი 21, 2015 16:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,037
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics