ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2015 00:27

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვსთავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს და ამბობს, რომ დღევანდელი დღით პროკურატურამ სრული კრახი გაიცადა. ეს განცხადება ალექსი პეტრიაშვილმა “კურიერთან” პირდაპირ ეთერში საუბრის დროს გააკეთა.

„ამ პროცესით პროკურატურამ საბოლოო კრახი განიცადა. პოლიტიკური დაკვეთების აღმსრულებელი გუნდი კოლაფსშია. მე ვგულისხმობ პროკურატურის მაღალჩინოსნებს. მათ ვერ შეასრულეს ვერც პოლიტიკური დაკვეთა და ვერც კანონიერი ფუნქცია. ეს არის საკითხი, რომლიც მოითხოვს პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობას და ეს პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს დაუყოვნებლივ,“ – აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

“კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა მოსწონთ თუ არა მარცხის აღიარება მოკითხონ საკუთარ პროკურატურებს, ახლა მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდეს,”-განაცხადა პეტრიაშვილმა.მისვე განცხადებით ყველა ადამიანს აქვს ავად გახდომის უფლება, მაგრამ ის იყო ზეწოლის ქვეშ, ან არის საერთო სქემის მონაწილე. ეს არ აისახება კარგად სასამართლოს დამოუკიდებლობაზე,“-განაცხადა პეტრიაშვილმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 17, 2015 00:27