ალექსი პეტრიაშვილი: იუსტიციის მინისტრის კომენტარმა კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი

news
ავტ.: news ივნისი 9, 2015 10:45

ალექსი პეტრიაშვილი: იუსტიციის მინისტრის კომენტარმა კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი

იუსტიციის მინისტრის კომენტარმა კიდევ უფრო გაამყარა ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ბინძური გარიგება შედგა, – ასე გამოეხმაურა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი თეა წულუკიანის განცხადებას, რომ იუსტიციის მინისტრი საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერებას ვენეციის კომისიის შენიშვნებს უკავშირებს და მის კავშირს ე.წ. კაბელების საქმესთან გამორიცხავს.
“აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის კომენტარმა კიდევ უფრო გაამყარა ჩვენი – “თავისუფალი დემოკრატებისა” და საერთოდ საზოგადოების ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ტიპის ბინძური გარიგება შედგა. ეს არის ხელისუფლების ძალიან უსუსური და წარუმატებელი მცდელობა იმისა, რომ ამ ბინძურ გარიგებასთან დაკავშირებით მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისივე თქმით, ღიმილის მომგვრელია, რომ იუსტიციის მინისტრს პარასკევს, ღამის 12 საათზე გაახსენდა ვენეციის კომისიის შენიშვნები და ღამე გადაწყვიტა ამ შენიშვნების გათვალისწინება.
“ფაქტი სახეზეა და არსებობს ძველი გამოთქმა, რომ “ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აქვს”, ამიტომაც ხელისუფლების მთელი ვერტიკალის ეს მცდელობა, რომ გადაეფარონ ამ ბინძური გარიგების მთავარ შემოქმედს – ბიძინა ივანიშვილს, იქნება წარუმატებელი და განწირულია კრახისთვის, ისევე როგორც მთელი კაბელების საქმე. ამას ჩვენ – “თავისუფალი დემოკრატები”, პირველი რიგში, კი უდანაშაულო ადამიანები და მთელი საზოგადოება ძალიან მალე ვიხილავთ”, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის, ირაკლი ალასანიას ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი “კაბელების საქმესთან” დაკავშირებით მოსამართლეებს შეხვდა.
ალასანია ბიძინა ივანიშვილსა და მოსამართლეებს შორის სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის საკითხთან დაკავშირებით შესაძლო გარიგებაზე საუბრობს, რომლის სანაცვლოდაც, კაბელების საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უნდა შეიცვალოს.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება “სასამართლოების შესახებ კანონის” ძალაში შესვლის შემდეგ 25-ვე სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებდა.
ირაკლი ალასანიას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შეჩერება ადასტურებს, რომ გარიგება მოსამართლეებთან მართლაც შედგა.

news
ავტ.: news ივნისი 9, 2015 10:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics