ალექსი პეტრიაშვილი: “დაიტანჯა ეს მთავრობა ამ მესიჯიდან მესიჯზე ხტომით”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 27, 2015 17:57

ალექსი პეტრიაშვილი: “დაიტანჯა ეს მთავრობა ამ მესიჯიდან მესიჯზე ხტომით”

ალექსი პეტრიაშვილი პროკურატურის ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს“მთელი ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებულებიაგან თავისუფლდება! თითქმის მთელს ევროპაში ნატო და ევროკავშირია, ჩვენთან კიდევ საოკუპაციო ჯარები! ირანთან თუ მუშაობთ, კარგია, გაზპრომის გაზის მოცულობებით რომელი ქართული კომპანიები არიან ნეტა დაინტერესებული და ვინ აწევს მაგ მასშტაბს, რომ თავისი ღუმელებისთვის გაზპრომის გაზი შეისყიდოს ძვირად? და თუ შეისყიდის და მერე ვერ გადაიხდის, სახელმწიფო გადაიხდის? და ბოლოს! როგორც იქნა გამოჩნდა კაცი, ვისაც არც პასუხის ეშინია და არც მესიჯები ერევა’ ზუსტად იცით რას აკეთებთ და იქნებ გვიპასუხოთ თქვენ მაინც: ეს არის დივერსიფიკაცია, ტრანზიტი, კომერციულ სტრუქტურებზე ზრუნვა თუ ყველაფერი ერთად? დაიტანჯა ეს მთავრობა ამ მესიჯიდან მესიჯზე ხტომით და თქვენ მაინც გვითხარით ერთი და ნაღდი პასუხი–ასე ეხმიანება”თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, საქართველოში რუსული კომპანია “გაზპრომის“ შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით.

ivanishviliii

“რუსული გაზით მთელი ევროპა მარაგდება დღეს და საქართველომ რომ იყიდოს, ამაში არავითარი კრიმინალი არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

“ცუდს ვერაფერს ვხედავ იმაში, რომ ბაზარი შეიძლება დივერსიფიცირებული იყოს და ჩვენ ბიზნესმენებს მივცეთ უფლება, გაზი დამატებით იყიდონ იქ, სადაც მოესურვებათ. ჩვენ უნდა მივცეთ არჩევის საშუალება. მეც აქტიურად ვარ ჩართული, რომ საქართველოში ირანული გაზიც შემოვიდეს. ჩვენ მადლიერი ვართ აზერბაიჯანული მხარის, მაგრამ თუ მოხერხდება, რომ ერთი კომპანია არ იქნება მონოპოლისტი ბაზარზე, ამაში კარგის მეტი არაფერია”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

მისივე შეფასებით, აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” ქმნის აჟიოტაჟს მაშინ, როდესაც რუსულ კომპანიაზე “თელასი”, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს გასხვისდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 27, 2015 17:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,027
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics