ალექსანდრე ჭიკაიძე – მადლობას ვუხდი ყველა თანამშრომელს, ვინც საკუთარ შვილებს სოლიდარობის მაგალითს აძლევს

news
: news იანვარი 18, 2015 19:17

ალექსანდრე ჭიკაიძე – მადლობას ვუხდი ყველა თანამშრომელს, ვინც საკუთარ შვილებს სოლიდარობის მაგალითს აძლევს

მნიშვნელოვანი

  • შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მადლობას უხდის უწყების ყველა თანამშრომელს, ვინც სოლიდარობის ფონდის

სხვა სტატიები

შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე მადლობას უხდის უწყების ყველა თანამშრომელს, ვინც სოლიდარობის ფონდის შექმნიდან დღემდე სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს აფინანსებს. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის “სოლიდარობის ჯილდოს” გადაცემას ალექსანდრე ჭიკაიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში თავის ოფიციალურ გვერდზე, განცხადებით ეხმაურება.

“მადლობას ვუხდი ჩვენი სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ვინც 2014 წელს, ფონდის შექმნიდან დღემდე სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს აფინანსებს და საკუთარ შვილებს სოლიდარობის მაგალითს აძლევს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დონაციების მხრივ ლიდერია და ეს თქვენი დამსახურებაა. სოლიდარობის ფონდი არ არის უბრალოდ ქველმოქმედება, ეს არის ქველმოქმედების თანამედროვე და გავლენიანი ტრადიცია, რომელსაც ბევრი ადამიანის ბედის შეცვლა შეუძლია. სოლიდარული კულტურის განვითარება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სიკეთე გადამდებია!”, – ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო “სოლიდარობის ფონდში” დონაციის კუთხით, 10 წამყვან უწყებაში პირველ ადგილზეა. “საქართველოს სოლიდარობის ფონდის” 2014 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია და ფონდის მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ღონისძიება დღეს სასტუმრო “რედისონში” გაიმართა, სადაც შსს-ს სპეციალური ჯილდო გადაეცა.

news
: news იანვარი 18, 2015 19:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,748
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics