ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობას ტოვებს

news
: news იანვარი 23, 2015 16:44

ალექსანდრე ჭიკაიძე თანამდებობას ტოვებს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაძე პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ.გვერდზე გამოქვეყნდა.
“მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას.
იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ.
გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”, – აცხადებს ჭიკაიძე.

news
: news იანვარი 23, 2015 16:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,288
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics