ალექსანდრე ნავალნი ჯერ დააკავეს, შემდეგ კი სახლში მიიყვანეს

news
: news იანვარი 15, 2015 11:36

ალექსანდრე ნავალნი ჯერ დააკავეს, შემდეგ კი სახლში მიიყვანეს

მოსკოვში ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, დააკავეს. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ ის სამართალდამცველებმა სახლში მიიყვანეს.

მან ეს “ტვიტერის” მიკრობლოგზე დაადასტურა.

ალექსანდრე ნავალნი რადიო “ეხო მასკვის” ოფისიდან გამოსვლის შემდეგ აიყვანეს მას მერე, რაც ოპოზიციის ლიდერი ეთერში სტუმრად იმყოფებოდა.

დაკავებამდე მან სააგენტო “Reauter”-ს მცირე კომენტარის მიცემა მოასწრო, სადაც თებერვლის ბოლოს ფართომასშტაბიანი აქცია დაანონსა.

სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდნენ პოლიციის ოფიცრები, რომლებმაც ოპოზიციის ლიდერს საუთები მოსთხოვეს და შემდეგ თან წაიყვანეს.

სასამართლომ დეკემბერში ნავალნის შინაპატიმრობა მიუსაჯა, რასაც ის უკანონოდ მიიჩნევს. შინაპატიმრობის რეჟიმი მან უკვე მეორედ დაარღვია.

news
: news იანვარი 15, 2015 11:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,711
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics