ალექსანდრე კობაიძე ემზარ კვიციანისთვის იარაღის ტარების უფლების მინიჭებას ითხოვს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 28, 2015 13:56

ალექსანდრე კობაიძე ემზარ კვიციანისთვის იარაღის ტარების უფლების მინიჭებას ითხოვს

 იარაღის ტარების უფლების მინიჭებას ითხოვსემზარ კვიიანის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ემზარ კვიციანის მოწმეთა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას და მისთვის იარაღის ტარების უფლების მინიჭებას ითხოვს, რადგან ეჭვობს, რომ მოსალოდნელია ემზარ კვიციანის ლიკვიდაცია. ადვოკატის თქმით ეს იმ ადამიანთა ინტერესში შედის, ვისზეც კვიციანი ბევრ მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას ფლობს.
-„ კვიციანი არის ადამიანი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ ადებს ხელს და რუსეთთან კავშირში ამხელს. შესაძლოა, კვიციანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდეს.კვიციანს საეჭვო ადამიანები უთვალთვალებენ და სწავლობენ იმ ადგილებს, სადაც ის გადაადგილდება. რამდენჯერმე საეჭვო მანქანაც შენიშნეს, თუმცა მისი ნომრის იდენტიფიცირება ვერ შეძლეს. ამიტომაც მივმართავ პროკურატურას და შსს-ს, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები, რომ კვიციანი მოწმეთა დაცვის პროგრამაში ჩასვან, დაენიშნოს დაცვა, ან მიეცეს მას იარაღის ტარების უფლება. ის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეა პროკურატურისთვის. ის ბევრ ინფორმაციას ფლობს ყოფილ მაღალჩინოსნებთან მიმართებაში. მინდა აღვნიშნო, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც ხელისუფლებაში და ძალოვან სტრუქტურებში არიან, თუმცა- სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში და ეს პირდაპირ საფრთხეს უქმნის ემზარ კვიციანის არსებობას“,- განაცხადა ლექსო კობაიძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 28, 2015 13:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,462
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics