ალექსანდრე კვიტაშვილი მზად არის, საქართველოს მთავრობას უკრაინაში უმასპინძლოს

news
: news იანვარი 20, 2015 23:06

ალექსანდრე კვიტაშვილი მზად არის, საქართველოს მთავრობას უკრაინაში უმასპინძლოს

მნიშვნელოვანი

  • უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის, განცხადებით, უკრაინაში საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება.

სხვა სტატიები

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის, განცხადებით, უკრაინაში საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვიზიტი იგეგმება.

თოქშოუ “არჩევანში” საუბრისას კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ჯერ არ არის განსაზღვრული პროტოკოლი და არ იცის, შეხვდება თუ არა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს.

“ჯერ არ არის გაწერილი ვიზიტის დეტალები და არ არის ცნობილი, იგეგმება თუ არა ჩემთან შეხვედრა. მაგრამ მე არ მაქვს პრობლემა, ხელი ჩამოვართვა საქართველოს მთავრობის წევრებს,”- აღნიშნა კვიტაშვილმა გიორგი გაბუნიასთან საუბრისას.

ალექსანდრე კვიტაშვილმა თოქშოუ “არჩევანში” საუბრისას უკრაინაში მის საქმიანობაზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში, მის გარდა, არც ერთი ქართველი არ არის დასაქმებული.

ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, ის რეფორმების პროცესზე მუშაობს და ფიქრობს, რომ უკრაინის იმედებს გაამართლებს.

 

news
: news იანვარი 20, 2015 23:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,973
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics