ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი: საქართველოში პოლიტიკურ ძალებს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ

news
ავტ.: news სექტემბერი 8, 2015 12:13

ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი: საქართველოში პოლიტიკურ ძალებს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ

“ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი” – საერთაშორისო კონფერენციის მეორე დღე თბილისში. რეგიონში არსებული ეკონომიკური, ენერგეტიკული და დემოკრატიული გამოწვევები – ეს არის დღევანდელი დღის მთავარი თემები.

შეხვედრას ესწრება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, რომელმაც დემოკრატიული გამოწვევების შესახებ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

„საქართველოში პოლიტიკურ ძალებს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. შარშან ჩვენ გავხდით საკმაოდ უხეში ინციდენტების მოწმე, რომელშიც ჩართული იყვნენ მოჩხუბარი პოლიტიკოსები, ოპოზიციის ლიდერებს კვერცხებს ესროდნენ. ძალიან არასასიამოვნო იყო იმის მოსმენა, თუ როგორ ამართლებდნენ შემდეგ ამ შემთხვევას,“ – განაცხადა ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლიმ.

news
ავტ.: news სექტემბერი 8, 2015 12:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,418
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics