ალეკო ელისაშვილი: ნარმანია ასფალტის ტენდერებზე სუს-ის ოფიცრებს ეკითხება

news
: news იანვარი 25, 2015 23:56

ალეკო ელისაშვილი: ნარმანია ასფალტის ტენდერებზე სუს-ის ოფიცრებს ეკითხება

“ასფალტების ტენდერების გადაწყვეტაში ნარმანია სუს-ის ოფიცრებს რომ ეკითხება, ყოველ დილა საღამოს სუს-ის ოფიცრებთან ტელეფონზე არის ჩამოკიდებული, იქ ასფალტი დავაგო თუ არაო”,-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ფიქსირდება “კორუფციის მეტასტაზები”.

“ერთ რამეს ვიტყვი, ხელისუფლება დაკავდეს რეალური საქმით, ასფალტების ტენდერების გადაწყვეტაში ნარმანია სუს-ის ოფიცრებს რომ ეკითხება, ყოველ დილა საღამოს სუს-ის ოფიცრებთან ტელეფონზე არის ჩამოკიდებული, იქ ასფალტი დავაგო თუ არაო. კორუფციის მეტასტაზები წავიდა იქ, რისი მონაპოვრებიც ჰქონდათ გინდაც ნაციონალური მოძრაობის წარმოამდგენლებს. ჯარში არ წასვლაზე ფულის გადახდები მიდის. კეზერაშვილი მომპარავს ფულს თუ თამაზაშვილ-ჯანყარაშვილი ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია. მიაქციეთ ყურადღება ამას!”,-განაცხადა ელისაშვილმა.

news
: news იანვარი 25, 2015 23:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,133
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics