ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ განსაკუთრებულად ვაკვირდები და მაინტერესებს–სალომე ზურაბიშვილი

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 20, 2015 00:39

ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ განსაკუთრებულად ვაკვირდები და მაინტერესებს–სალომე ზურაბიშვილი

მნიშვნელოვანი

  • ირაკლი ალასანიას არითმეტიკულად "ნაციონალების ხმებიც" დაჭირდება, რადგან სხვა ოპოზიცია პარლამენტში არ არსებობს, მაგრამ ნეგატიურ კოალიაციას თავისი დატვირთვა აქვს და მსგავსი განცხადებების გაჟღერებისას სერიოზული დაფიქრებაა საჭირო.

სხვა სტატიები

ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ განსაკუთრებულად ვაკვირდები და მაინტერესებს, რას აკეთებს–სალომე ზურაბიშვილიროგორ აფასებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძის წარდგენას, რატომ არ ემხრობა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას და გახდება თუ არა ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი, “კვირის პალიტრის” კითხვებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

– სიმართლე გითხრათ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ანა დოლიძის კანდიდატურას ვემხრობოდი, თუმცა, არ ვიცი, პრეზიდენტმა ნინო გვენეტაძის რა კრიტერიუმებით შეარჩია. შესაძლოა მისი ბიოგრაფია სწორედ შევარდნაძის პერიოდს უკავშირდება, როცა სასამართლო დამოუკიდებლობითა და სიძლიერით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნინო გვენეტაძე არაკომპეტენტური კანდიდატია. პირადად მე, მისი არც მომხრე ვარ და არც – მოწინააღმდეგე.

– “ნაციონალური მოძრაობა” მათი ლიდერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს. მათ შორის, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის გახსნა და ზურაბ ჟვანიას საქმის გააქტიურებასაც. წინასაარჩევნოდ ეს პროცესი შეუქცევად სახეს ხომ არ მიიღებს?
– საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა, “ნაციონალური მოძრაობის” თავდაცვის მექანიზმია. ხალხი კი, გახმაურებული საქმეების გახსნას წლებია ელოდება. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილი, როგორც ქვეყნის ექსპრეზიდენტი ვალდებულია მისი მისამართით არსებულ კითხვებს სასამართლოში უპასუხსოს. სხვა ქვეყანაში თანამდებობაზე დანიშვნა მას ამ ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ჟვანიას გარდაცვალებს საკითხზე საზოგადოებამ კონკრეტული პასუხი უნდა მიიღოს! მის პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი კი, საბოლოოდ დასრულდეს. ექსპრემიერის გარდაცვალებზე გარკვეული ეჭვები მქონდა, მაგრამ დღეს ჩემი სპკულაციების დრო არ არის – საქმე უნდა გაიხსნას. ბოლოს და ბოლოს, სად ვცხოვრობთ, სერიალში ვართ თუ რეალურ სახელმწიფოში?

– საზოგადოებამ სერიალებად იხილა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევისას უმრავლესობაში არსებული დაპირისპირებაც. პარლამენტში არსებული უთანხმოების ლოგიკური დასასრული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია?
– საპარლამენტო უმრავლესობა მონოლითური არ უნდა გახდეს, როგორც ეს ცხრა წლის განმავლობაში იყო, თუმცა საქართველოს პარლამენტი იდეალური რომ არ არის, ამას ყველა ხვდება. დღეს ის პარლამენტი გვაქვს, რომლის ღირსნიც ვართ, მაგრამ იმედი მაქვს, მომავალში პროფესიონალურ და მომზადებულ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მივიღებთ. რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, არ ვფიქრობ, რომ ეს არსებულ პრობლემებზე ადეკვატური პასუხი იქნება. სრულად უნდა შევაფასოთ, ვინ რისი გამკეთებელია, ვადამელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში კი, სრულ სურათს ვერ მივიღებთ და იგივე წრეზე ტრიალს გავაგრძელებთ.

ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ განსაკუთრებულად ვაკვირდები და მაინტერესებს, რას აკეთებს–სალომე ზურაბიშვილი

– თავად კოალიცია რამდენად შეძლებს 2016 წლამდე გაერთიანების შენარჩუნებას? ბიძინა ივანიშვილი “რესპუბლიკურ პარტიას” უკვე ღიად აკრიტიკებს, თავად “რესპუბლიკელებიც” დიდი ხანია კოალიციის ოპოზიციად ჩამოყალიბდნენ…
– გასაგებია, მაგრამ კოალიციამ არჩევნებში ოთხწლიანი მანდატი მიიღო. თუ პოლიტიკური კრიზისი მაინც დადგა, მთავრობა “ნაციონალური მოძრაობის” ხმებით უნდა გადააყენონ. ირაკლი ალასანიამაც განაცხადა, შესაძლოა მთავრობა “ნაციონალური მოძრაობის” დახმარებით გადავაყენოთო, რაც სერიოზულ საფრთხეს შეიცავს და საკმაოდ მწვავე კითხვებსაც აჩენს.

– ირაკლი ალასანიასა და “ნაციონალების” შესაძლო გარიგებაზემიანიშნებთ? სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილმა განაცხდა, რომ გიგა ბოკერია და თავდაცვის ყოფილი მინისტრი უკვე ერთნაიერ განცხადებებს აკეთებენ.

– ამე სე არ ვფიქრობ. მესმის, რომ მთავრობის გადასაყენებლად ირაკლი ალასანიას არითმეტიკულად “ნაციონალების ხმებიც” დაჭირდება, რადგან სხვა ოპოზიცია პარლამენტში არ არსებობს, მაგრამ ნეგატიურ კოალიაციას თავისი დატვირთვა აქვს და მსგავსი განცხადებების გაჟღერებისას სერიოზული დაფიქრებაა საჭირო. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ, რომ ბოკერია და ალასანია ერთ გუნდში არიან, ან მსგავსი ალიანსი ოდესმე შეიქმნება. სხვათა შორის, ალასანიას კიდევ ერთ საკითხში არ ვეთანხმები – მან მმართველ გუნდს საგარეო კურსის შეცვლა დააბრალა. ბუნებრივია, ის პროცესებს უნდა აკვირდებოდეს, მაგრამ სანამ საამისოდ რეალური ნიშნები არ არსებობს, მსგავსი ბრალდების გახმაურების უფლებას საკუთარ თავს, პირადად მე არ მივცემდი.

– სხვათა შორის, ირაკლი ალასანია თქვენ პოლიტიკურ მოკავშირედ მიიჩნევა, ისიც კი ითქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ თქვენ იქნებით “თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი. “თავისუფალი დემოკრატებისადმი” დამოკიდებულება შეიცვალეთ?
– პოლიტიკაში ჩემ როლზე დღეს ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. ქართულ პოლიტიკას ახალი სისხლი ჭირდება, მაგრამ ხელისუფლების ალტერნატიულ ძალას ჯერჯერობით, ვერ ვხედავ. საპარლამენტო არჩევნებამდე ბევრი საკითხი გაირკვევა. ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ განსაკუთრებულად ვაკვირდები და მაინტერესებს, რას აკეთებს. მან კონსტრუქციული ოპოზიციის ნიშა უნდა დაიკავოს, რომელიც ინიციატივასაც საკუთარ თავზე აიღებს.

ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ განსაკუთრებულად ვაკვირდები და მაინტერესებს, რას აკეთებს–სალომე ზურაბიშვილი

– დღეს ირაკლი ალასანიას გუნდი კონსტრუქციული ოპოზიციის როლს ასრულებს?
– ჯერ ამას ვერ ვხედავ. ჩემი აზრით, მან ბოლომდე ვერ გაიაზრა მისი როლი. “ნაციონალებთან” გაიგივება მისი პოლიტიკური ჩაძირვაა, კოალიციის რუპორად დარჩენის შემთხვევაში კი, გაუგებარი გახდება, რატომ დატოვეს “ქართული ოცნების” რიგები. სწორედ ამ პროცესს ვაკვირდები. ირაკლი ალასანიას მომავალი პოლიტიკური ნაბიჯები მაინტერესებს.

– იქნებ, უკრაინაში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნის საკითხიც შეაფასოთ, თქვენი აზრით, რეალურად ამერიკის დაკვეთაა სააკაშვილის გუნდის უკრაინული რეაბილიტიცია და რას შეცვლის ეს პროცესი ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში?
– უკრაინასთან ურთიერთობის გადახედვაზე ლაპარაკი არასწორია, რადგან დღეს მთელი მსოფლიო უკრაინის გადარჩენაზეა ორიენტირებული. მეორე მხრივ, უკრაინაში მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები აბსოლუტურად გაუგებარია – ხელისუფლებაში რატომ უნდა მოიყვანო ჯგუფი, რომელმაც საქართველოში ტერიტორიები დაკარგა, მით უფრო, როცა დღეს შენ წინაშე იგივე ამოცანა დგას?! ამ შემთხვევაში კარგად გათვლილ პიართან გვაქვს საქმე და უკრაინაში “ნაციონალური მოძრაობის” მაღალ თანამდებობეზე დანიშვნა, ამერიკულ გეგმასთან არაფერ კავშირშია. ამით “ნაციონალები” კიდევ ერთხელ ცდილობენ საკუთარი თავის პროდასავლურობასთან გაიგივებას. “ნაციონალებს” ამერიკაში მართლაც ჰყავთ ლობისტები და შესაბამისი კავშირებიც აქვთ, დღეს არც ფულის პრობლემა აქვთ, რადგან უკრაინაში მათ ირგვლივ დიდი ფული ტრიალებს, მაგრამ ეს ამერიკულ სახელმწიფო სტრატეგიასთან კავშირში არ არის. სააკაშვილს მდიდარ უკრაინელებთან ურთიერთობა დიდი ხანია აქვს, რომლებიც თავის დროზე იარაღითაც გვამარაგებდნენ. როგორც ვიცი, კორუფციულ სქემებზეცაა ლაპარაკი, ამიტომ ძნელია იმის გარკვევა რა ხდება უკრაინაში შიგნით და როგორ მოიპოვა სააკაშვილმა იქ გავნელები. ნუ დაგავიწყდებათ, თავის დროზე სააკაშვილი უკრაინაში სწავლობდა და “კა-გე-ბე”-ს ჯარში მსახურობდა, შესაბამისად, იქ არაერთ ადამიანს იცნობს.

წყარო: კვირის პალიტრა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 20, 2015 00:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,163
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics