აკო მინაშვილი: მნიშვნელოვანია ხელისუფლების დროულად მოცილება და ვადამდელი არჩენები

news
ავტ.: news სექტემბერი 1, 2015 14:38

აკო მინაშვილი: მნიშვნელოვანია ხელისუფლების დროულად მოცილება და ვადამდელი არჩენები

“მნიშვნელოვანია ხელისუფლების დროულად მოცილება და ვადამდელი არჩენები,” – ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი აკაკი მინაშვილი ოქტომბრის თვეში დანიშნულ შუალედურ არჩევნებს 2 ოლქში. აკო მინაშვილი დაგეგმილ არჩევნებს უმნიშვნელოს უწოდებს და კონსტიტუციონალისტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იზიარებს.

“საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, არჩევნებთან დაკავშირებით. არსებობენ დიდი და პატარა საარჩევნო ოლქები რაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად ჩათვალა. ამიტომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. მთავარი შუალედური არჩევნები არ არის. მთავარია ეს ხელისუფლება ძალიან მალე მოვიცილოთ. აქ მნიშვნელოვანია ვადამდელი არჩევნები და არა შუალედური არჩევნები ორ ოლქში რომელიც არაფერს არ წყვეტს,” – აცხადებს აკაკი მინაშვილი.

news
ავტ.: news სექტემბერი 1, 2015 14:38