აკაკი მინაშვილი: ხელისუფლებას სურს, კვლავ ჰყავდეს ფარცხალაძის მსგავსი დამნაშავე ადამიანები

news
ავტ.: news ივლისი 23, 2015 13:00

აკაკი მინაშვილი: ხელისუფლებას სურს, კვლავ ჰყავდეს ფარცხალაძის მსგავსი დამნაშავე ადამიანები

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს შორის მცირე კამათი მოხდა. თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელმა, შალვა შავგულიძემ, “პროკურატურის შესახებ” კანონპროექტის განხილვის გადადება ითხოვა, რასაც ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე, არ დაეთანხმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტის განხილვა დღის მეორე ნახევარში მოხდება.

სამთავრობო ინიციატივას პირველი მოსმენით იურიუდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს.

ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს როგორც უწყების სისტემურ ცვლილებებს, ასევე მთავარი პროკურუროი დანიშვნის წესის ახლებურ რეგულირებას.

კანონპროექტის მიხედვით, მთავრი პროკურორი ანგარიშვალდებულია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე პარლამენტის წინაშეც და იზრდება საკანომდებლო ორგანოს კონტროლი.

დეპუტატებს საკანონმდებლო ინიციატივას იუსტიციის მინისტრის მოადგილე წარუდგენს.

„მთავარია, რომ არ მოხდება პროკურორის ერთპიროვნული დანიშვნა. ასევე, ამ პროცესში მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული და მაქსიმალურად უნდა ჩამოშორდეს პროკურატურა მთავრობას,“ – განმარტა ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელების თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ კორძაიამ.

ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, პროკურორის შერჩევის პროცესი არ არის ღია და მასში არ არიან ჩართული ოპონენტი პოლიტიკური პარტიები.

“ის, რომ არ არის კონკრეტული კრიტერიუმები ჩამოთვლილი, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას სურს, კვლავ ჰყავდეს ფარცხალაძის მსგავსი დამნაშავე ადამიანები და პროკურატურა გამოიყენოს პოლიტიკურ იარაღად,“ – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

news
ავტ.: news ივლისი 23, 2015 13:00