აკაკი მინაშვილი “ქართულ ოცნებას” მათ წინააღმდეგ ხელოვნურად დადგმული აქციების მოწყობაში ადანაშაულებს

news
ავტ.: news თებერვალი 7, 2015 14:38

აკაკი მინაშვილი “ქართულ ოცნებას” მათ წინააღმდეგ ხელოვნურად დადგმული აქციების მოწყობაში ადანაშაულებს

მნიშვნელოვანი

  • ვიდეოდან ჩანს, რომ ამ ხარჯებს არ წევს არა პარტია "ქართული ოცნება", არამედ ეს ხარჯები აწვება ან ადგილობრივ ბიუჯეტს, რომელიც მოქალაქეებს უნდა მოხმარდეს ან უშალოდ მოქალაქეებს აიძულებენ, რომ თავიანთი რესურსი გამოიყენონ და მივიდნენ ამა თუ იმ კონკრეტულ აქციაზე.

სხვა სტატიები

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრა“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი “ქართულ ოცნებას” მათ წინააღმდეგ ხელოვნურად დადგმული აქციების მოწყობაში ადანაშაულებს. მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვიდეო მასალა წარმოადგინა, რომელიც 11 იანვარს ზუგდიდში ბაჩო ახალაიას წიგნის “სოხუმი ჩემი იერუსალიმის” პრეზენტაციას ეხებოდა.

მისივე თქმით, პრეზენტაცია 15:00 საათზე იყო დანიშნული. იმავე დღეს, 12:00 საათზე კი ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლასთან აქცია გაიმართა.

“ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მოქალაქეების აქცია, რომლებიც გამოხატავდნენ პროტესტს ბაჩო ახალაიას და “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ. თუმცა, საბოლოო ჯამში კიდევ ერთხელ დადასტურდა ის მექანიზმი, რომლითაც მუშაობს ხელისუფლება. კერძოდ, როგორ აგროვებს ხალხს, როგორ იყენებს სახელისუფლებო ბერკეტს იმისთვის, რომ მოქალაქეები აიძულონ მივიდნენ ამა თუ იმ ღონისძიებაზე, ამა თუ იმ შეკრებაზე. ჩანაწერებით, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ არა ერთი ფაქტი დგინდება და მტკიცდება ის ბერკეტი თუ რა მექანიზმს იყენებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ხალხს, ერთი მხრივ, არ უთხრას რაზე მიჰყავს ან მოტყუებით წაიყვანოს. წელიწად ნახევრის წინ იყო კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი, როდესაც თამაზაშვილი, ჩვენი პრემიერ-მინისტრის სიმამრი, და გელა ხვედელიძის, შსს-ს იმ დროინდელი მოადგილის, საუბარი. ისინი განიხილავენ თუ როგორ აგროვებენ პოლიტპატიმრებს აქციების და ღონისძიებების მოსაწყობად ერთიანი “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ”, _ განაცხადა მინაშვილმა.

მინაშვილი მიიჩნევს, რომ ნაცვლად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, სოფლის გამგებლები ზრუნავდნენ, ხელი შეუწყონ მოქალაქეების უკეთეს ცხოვრებას, მთელ თავიანთ დროს და რესურს ხარჯავენ იმისთვის, რათა “ქართული ოცნების” დაკვეთით ხელოვნურად დადგმული აქციები მოაწყონ.

მისივე განცხადებით, ვიდეოდან ჩანს, რომ ამ ხარჯებს არ წევს არა პარტია “ქართული ოცნება”, არამედ ეს ხარჯები აწვება ან ადგილობრივ ბიუჯეტს, რომელიც მოქალაქეებს უნდა მოხმარდეს ან უშალოდ მოქალაქეებს აიძულებენ, რომ თავიანთი რესურსი გამოიყენონ და მივიდნენ ამა თუ იმ კონკრეტულ აქციაზე.

“შეიძლება დავასკვნათ, რომ სპეციალურად ხდება იმ ადამიანების შეკრება, რომლებიც გარკვეულწილად გამოიწვევენ ჩხუბს და პროვოკაციას ოპონენტების წინააღმდეგ. საბოლო ჯამში ჩანს, რომ “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში დარჩენაზე ზრუნავს არა საქმის კეთებით, არა მოქალაქეებზე ზრუნვით, არამედ იმით, რომ ოპონენტების წინააღმდეგ მოაწყონ გარკვეული პროვოკაციები, დადგმული აქციები და ყველა იმ ჯგუფს, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი მას თავიანთ საქმიანობაში ხელი შეუშალონ. იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები თუ მედია, რომელზე თავდასხმებიც გააქტიურებულია და ამის დასტური იყო ბოლო საპარლამენტო განხილვები, და ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლა, მათ შორის მთავარი ოპოზიცური ძალის “ნაციონალური მოძრაობის” წინაღმდეგ მიმართული აქციები. ამის ბევრი დასტური გვაქვს თუნდაც ზუგდიდის ფაქტი ან ის რაც ხდება თბილისში, როცა მართული ადამიანები აწყობენ პროვოკაციებს”, _ დასძინა მინაშვილმა.
მისივე თქმით, ეს ჩანაწერები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მექანიზმს, რომელსაც ხელისუფლება იყენებს არა საქმის საკეთებლად, არა მოქალაქეებზე ზრუნვისთვის, არამედ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების და ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად.

news
ავტ.: news თებერვალი 7, 2015 14:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,027
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics