აი, ასე „წვერდამშვენებული” ვაცილებ ჩემს 65-ე ზამთარს და 165 000 $-%-იანი ვალით ვეგებები 66-ეს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 22, 2015 23:51

აი, ასე „წვერდამშვენებული” ვაცილებ ჩემს 65-ე ზამთარს და 165 000 $-%-იანი ვალით ვეგებები 66-ეს

 აი, ასე „წვერდამშვენებული" ვაცილებ ჩემს 65-ე ზამთარს და 165 000 $-%-იანი ვალით ვეგებები 66-ეს„ამ დღეს ველოდი, მოვესწარ…” – წერს ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია „facebook”-გვერდზე.

„-ამ ბინაში გავატარეთ მე და ჩემმა ოჯახმა ბოლო 19 წელი.

– წუხანდელი ღამეც აქ გავათენეთ, მაგრამ ამჯერად უკვე – სხვის ბინაში.

-დიახ! გუშინდლიდან შევჩენკოს 12-ში მდებარე ეს ხუთოთახიანი ბინა ჩვენი აღარაა: იგი ჩემი ოჯახის საბანკო და სხვა ვალების ერთმა ნაწილმა მშვიდად და უხმაუროდ შეიწირა.

– აი, ასე „წვერდამშვენებული” ვაცილებ ჩემს 65-ე ზამთარს და 165 000 $-%-იანი ვალით ვეგებები 66-ეს!

– მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და „უღრმესი მადლობა” მოვახსენო, ჩემდამი გამოჩენილი „გულისხმიერებისათვის”, „პროკრედი ტბანკსა და „ქართუს” ყოფილ პრეზიდენტს, ბატონ ნოდარ ჯავახიშვილს, ვისი „პრინციპულობის” წყალობით იძულებული გავხდი, სხვა ბანკიდან ამეღო კაბალური (წლიური 36%-იანი) სესხი და… ცხადია, დეტალებს აქ აღარ ჩავუღრმავდები.

– იმედია, აწი მაინც არ მკითხავთ, რით ვარსებობდით ბოლო 11 წლის განმავლობაში, როცა ოჯახის არც ერთი წევრი არ იყო დასაქმებული….

-კარგად მესმის, რომ სამშობლოზე გაბრაზება ყოვლად დაუშვებელია, მაგრამ არც იმის შეგრძნებაა ადვილად ასატანი, რომ შენს ქვეყანას არაფერში არ სჭირდები.

-ხელისუფლებაზე ხომ ლაპარაკიც კი არ ღირს : „მე ვიყო კარგად და შენ, თუ გინდა, კისერი გიტეხია” – აი, მისი პრინციპი.

-ნუგეშად კი ჯერჯერობით მხოლოდ ის მრჩება, რომ, ახალი მეპატრონის კეთილი ნებით, შეგვიძლია, აქ დავრჩეთ გაზაფხულამდე.

– მერე?

-მერე რა იქნება? – ეს ჯერ არ ვიცით!!!

-„საქართველოო, ლამაზო! სხვა საქართველო სად არი?”…” – წერს ლევან ღვინჯილია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 22, 2015 23:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics