ათენი ბერლინისგან 279 მილიარდს ითხოვს ნაცისტური ოკუპაციის გამო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 8, 2015 02:31

ათენი ბერლინისგან 279 მილიარდს ითხოვს ნაცისტური ოკუპაციის გამო

საბერძნეთისაბერძნეთის მთავრობამ განაცხადა, რომ გერმანიამ ოფიციალური დათვლებით მათ 279 მილიარდი ევრო უნდა გადაუხადოს. თუმცა, ბერლინის თქმით, ეს საკითხი იურდიულად დიდი ხნის წინ მოგვარდა.

დამკვირვებლები საბერძნეთის მემარცხენე რადიკალების განცხადებას კრედიტების გადასახადის მოახლოებას უკავშირებენ.

კომპანსაციის თემა ალექსის ციპრასმა მარტში ბერლინში ვიზიტისას წამოწია. თანხაში, რომელიც საბერძნეთს სურს მიიღოს ანჰელა მერკელის მთავრობისგან შედის 10,3 მილიარდი ევრო, რომელიც საბერძნეთის ბანკმა, ბერლინის იძულებით, გერმანიის მთავრობას ასესხა ნაცისტების პერიოდში.

„როგორც დავითვალეთ, გერმანიის რეპარაციების ვალი 278,7 ევროა“ –   განაცხადა საბერძნეთის ფინანსტა მინისტრის მოადგილებმ დიმიტრის მარდასმა საპარლამენტო კომისიაზე, რომლის გადასაწყვეტია ქვეყნის ვალის კრიზისის მოგვარება.

1960 წელს ბერლინმა ათენს 115 მილიონი მარკა გადაუხადა კომპანსაციის სახით. თუმცა, ათენის აზრით, ამ თანხით ზარალი სრულად არ დაფარულა. საუბარია საბერძნეთის ინფრასტრუქტურაზე, ასევე სამხედრო დანაშაულები.

ბერლინის აზრით, სამხედრო რეპარაციების შესახებ საკითხი 1990 წელს იურიდიულადაც და პოლიტიკურადაც მოგვარდა.

ბერძენმა მემარცხენე რადიკალებმა გერმანია არა ერთხელ დაადანაშაულეს ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ძალიან მკაცრი პირობების შეთავაზებადა და უკომპრომისობაში.

ხუთშაბათს საბერძნეთმა 448 მილიონი ევრო ვალი უნდა გადაიხადოს.

საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ საბერძნეთი „ყველა აღებულ ვალდებულებებს შეასრულებს კრედიტორების წინაშე.“

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 8, 2015 02:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,027
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics