“ათასწლეულის მატყუარა მილიარდელი”-შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 3, 2015 17:55

“ათასწლეულის მატყუარა მილიარდელი”-შალვა ნათელაშვილი განცხადებას ავრცელებს

შალვა ნათელაშვილი: "სავალალოა, სავალალოა"ლეიბორისტები თბილისში ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდას აპროტესტებენ-განცხადება ამის შესახებ პარტიის ოფისში, პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

_ ათასწლეულის მატყუარა მილიარდელი ივანიშვილი რეგიონების შემდეგ, დღეს უკვე თბილისში აძვირებს ელექტროენერგიას. ამით ის კიდევ ერთხელ სწირავს ხალხს გენოციდის ტოლფასი უმძიმესი განსაცდელისთვის.
ამ დანაშაულის შემდეგ ოლიგარქს არა თუ პოლიტიკური ლიდერობის, არამედ ქართულ მიწაზე სიარულის უფლებაც აღარ აქვს.
კიდევ ერთელ ვაცხადებთ, მილიონერთა რეჟიმის შეცვლისთანავე, რაც მალე მოხდება, მთელი ენერგოსისტემა იქნება ნაციონალიზებული, ის დაუბრუნდება ხალხს, ხოლო მოსახლეობას, ელექტროენერგიის სამართლიან ტარიფს, დაუდგენს არა მილიონერთა სინდიკატი, არამედ სახელმწიფო.
გარდა ამისა, მალე დაიწყება ამ ბარბაროსულად გაძვირებულ ფასებზე, ჩვენი სარჩელის განხილვა სასამართლოში.
ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე–აცხადებს შალვა ნათელაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 3, 2015 17:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics