ათასობით სამხედრო, პოლიციელი- საფრანგეთი მილიონიანი მარშისთვის ემზადება

news
: news იანვარი 11, 2015 12:14

ათასობით სამხედრო, პოლიციელი- საფრანგეთი მილიონიანი მარშისთვის ემზადება

პარიზის ქუჩებში შეიარაღებული სამართალდამცველები პატრულირებენ. ტერაქტების სერიის შემდეგ უსაფრთხოების ზომები მთელი ქვეყნის მასშტაბით გააძლიერეს, თუმცა დღეს ძალოვანების რიცხვი გააორმაგეს. მილიონიანი მარშის მონაწილეებს საფრანგეთის დედაქალაქში 2 ათასი პოლიციელი, და 1350 ჯარისკაცი დაიცავს. პარიზის რესპუბლიკის მოედანზე ხალხის დასაცავად 1900 გვარდიელი გამოიყვანეს, შენობების სახურავებზე კი სნაიპერები განლაგდებიან.

მილიონიან მარშში მონაწილეობისთვის პარიზში მსოფლიო ლიდერები ჩადიან. ტერორიზმის წინააღმდეგ აქციას 40 ქვეყნის დელეგაცია შეუერთდება, მათ შორის იქნება ბენიამინ ნეთანიაჰუ. ისრაელის პრემიერი იმ ებრაულ სუპერმარკეტსაც მოინახულებს, სადაც ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს და 4 მათგანი მოკლეს.

ამ ტერაქტის შემდეგ პარიზში ებრაელებით დასახლებულ რაიონებში დაცვა გააძლიერეს და უსაფრთხოების მიზნით სალოცავები და რელიგიური სკოლები დახურეს. პარიზში გამგზავრებამდე ნეთანიაჰუმ საფრანგეთში მცხოვრებ ებრაელებს ისრაელში ემიგრირებისკენ მოუწოდა.

პარიზის ტერაქტებმა მსოფლიო ლიდერებს გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი მეთოდების შემუშავებისკენ უკვე უბიძგა. ერთერთი ინიციატივა ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების წესებისა და მგზავრების კონტროლის გამკაცრებას შეეხება.

news
: news იანვარი 11, 2015 12:14

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


21,949
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics