აზიმ სადიკოვი – რეგიონმა რამდენიმე ეკონომიკური შოკი განიცადა და ამით საქართველოც დაზარალდა

news
ავტ.: news თებერვალი 24, 2015 16:09

აზიმ სადიკოვი – რეგიონმა რამდენიმე ეკონომიკური შოკი განიცადა და ამით საქართველოც დაზარალდა

მნიშვნელოვანი

  • საქართველოში საერთაშორისო სავალტურო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, აზიმ სადიკოვის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით სწორი დიაგნოსტიკა უნდა გაკეთდეს, რის შემდეგაც საპასუხო ნაბიჯები დაიგეგმება. მისი თქმით, რეგიონმა რამდენიმე ეკონომიკური შოკი განიცადა და ამით საქართველოც დაზარალდა.

სხვა სტატიები

საქართველოში საერთაშორისო სავალტურო ფონდის მუდმივი წარმომადგენლის, აზიმ სადიკოვის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით სწორი დიაგნოსტიკა უნდა გაკეთდეს, რის შემდეგაც საპასუხო ნაბიჯები დაიგეგმება. მისი თქმით, რეგიონმა რამდენიმე ეკონომიკური შოკი განიცადა და ამით საქართველოც დაზარალდა.
“ჩვენ ამ საკითხებს დეტალურად განვიხილავთ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად. ჩვენმა მისიამ გუშინ დაიწყო მუშაობა. სწორი დიაგნოსტიკა უნდა გავაკეთოთ, რის შემდეგაც მთავრობასთან და ეროვნულ ბანკთან ერთად ვისაუბრებთ, რა საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგას. ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური პოლიტიკა გატარდა. ლარს მცურავი კურსის შენარჩუნების საშუალება მისცეს, რაც სწორია, მაგრამ ამავდროულად უნდა იქნას გათვალისწინებული სხვა საკითხები, მათ შორის მეზობელ ქვეყნებში ეკონომიკის ზრდის შენელება”, – განაცხადა სადიკოვმა, რომლის კომენტარსაც ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.

news
ავტ.: news თებერვალი 24, 2015 16:09