აზერბაიჯანში დამოუკიდებელი ჟურნალისტი მოკლეს…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აგვისტო 11, 2015 03:27

აზერბაიჯანში დამოუკიდებელი ჟურნალისტი მოკლეს…

view_ALIEVაზერბაიჯანში დასავლურ მედიაზე მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტი რასიმ ალიევი მოკლეს…

რასიმ ალიევს საფეხბურთო კლუბ ,,გაბალას,, ფეხბურთელის ჯავიდ ჰუსეინოვის არასპორტული საქციელის გამო ჰქონდა გამოქვეყნებული სტატია ფეისბუქში, რის გამოც მას ჰუსეინოვმა თავად დაურეკა და საკმაოდ მშვიდად აუხსნა მისი საქციელის შესახებ…. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი, ჟურნალისტს ჰუსეინოვის ძმის სახელით დაურეკეს და შერიგების აღნიშვნა სთხოვეს… დანიშნულ ადგილას მისულ ალიევს 5 ადამიანი დახვდა, რომლებიც მას სასტიკად გაუსწორდნენ. რასიმ ალიევი, მრავლობითი ტრამვების შედეგად  საავადმყოფოში მიყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა, თუმცა მან კამერების წინაშე მომხდარის შესახებ მოყოლა მოასწრო და ამ მომენტისთვის აზერბაიჯანელი ფეხბურთელის ძმა დაკავებულია.

alievაღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევამდეც რასიმ ალიევი, როგორც მიუღებელი, დასავლურ მედიაზე მომუშავე ჟურნალისტი, ადრეც არაერთხელ ჰყავდა პოლიციას და სახელისუფლებო სტრუქტურებს ნაცემი… რის გამოც აზერბაიჯანში ამ საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და უეფას მკაცრ რეაქციებს ელოდებიან.

აზერბაიჯანელი უფლებადამცველების განცხადებით, რასიმ ალიევი არის მესამე ჟურნალისტი, რომელიც აზერბაიჯანში  ბოლო 10 წლის მანძილზე მოკლეს, ხოლო ამჟამად აზერბაიჯანის ციხეში 13 ჟურნალისტი და ბლოგერია გამოკეტილი, რომელთა მიმართაც საქმეები პოლიტიკური მოტივაციით არის  აღძრული.

www.timer.ge

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე აგვისტო 11, 2015 03:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,785
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics