აზერბაიჯანის მთავრობა ეუთოს ოფისის დახურვას გეგმავს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 10, 2015 16:48

აზერბაიჯანის მთავრობა ეუთოს ოფისის დახურვას გეგმავს

აზერბაიჯანის მთავრობა ეუთოს ოფისის დახურვას გეგმავსბაქოში ევროპული თამაშების გახსნის წინ, აზერბაიჯანის მთავრობამ ეუთოს ოფისის დახურვა მოითხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ეუთოში ადასტურებენ. ასევე ხელისუფლების ზეწოლის შემდეგ აზერბაიჯანში ვიზიტი გადადეს Amnesty International-ის წარმომადგენლებმა.

პირველად ისტორიაში ევროპული თამაშების ბაქოში გახსნისას, რომელსაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტი ატარებს, აზერბაიჯანის მთავრობამ ევროპის უსაფრთხოების და თანამშრომლობის ოფისის დახურვა მოითხოვა. ინფორმაცია ვენაში ეუთოს წარმომადგენლებმაც დაადასტურეს – ცნობას გერმანული «დოიჩე ველე» ავრცელებს.
იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის მთავრობის ზეწოლის შედეგად ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციამ «ამნესტი ინტერნაშენალმა» ბაქოში წასვლაზე უარი განაცხადა. «ამნესტის» თანამშრომლები ადამიანის უფლებების და თავსუფლების დარღვევების ფაქტებზე მოხსენების გაკეთებას აპირებდნენ.
უფლებადამცველების ცნობით, თანამედროვე აზერბაიჯანში დაახლოებით 100 პოლიტპატიმარია. «მინიმუმ მედიის 8 თანამშრომელი და ოთხი ინტერნეტ-აქტივისტია დაპატიმრებული» – ნათქვამია «ჟურნალისტები საზღვრის გარეშე»-ს მოხსენებაში.
ევროპული თამაშების საზეიმო გახსნა 12 ივნისს მოხდება. შეჯიბრებები 28 ივნისამდე გაგრძელდება და მასში 6 ათასამდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
თამაშების დაწყებამდე აზერბაიჯანი მასობრივი კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა ავტორიტარული მართვის სტილის გამო.
შეჯიბრებების გახსნის ცერემონიალზე დასწრებაზე უარი განაცხადა გერმანიის კარცლერმა ანჰელა მერკელმა და გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თომას დე მეზერმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 10, 2015 16:48

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics