„აზარიანცის შენობაში ფართი, რომელიც “სილქნეტს” ეკუთვნის, დაცულია“

news
: news იანვარი 13, 2015 21:29

„აზარიანცის შენობაში ფართი, რომელიც “სილქნეტს” ეკუთვნის, დაცულია“

მნიშვნელოვანი

  • კომპანია "სილქნეტი" გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, თითქოს, თბილისში არსებული ე.წ. აზარაიანცის შენობაში ცეცხლი მათ კუთვნილ ფართში გაჩნდა, არ ადასტურებს.

სხვა სტატიები

კომპანია “სილქნეტი” გავრცელებულ ინფორმაციას, რომ, თითქოს, თბილისში არსებული ე.წ. აზარაიანცის შენობაში ცეცხლი მათ კუთვნილ ფართში გაჩნდა, არ ადასტურებს.

„სილქნეტში“ განმარტავენ, რომ შენობა მათ საკუთრებაში მხოლოდ იურიდიულადაა და ის უსახლკაროებს და სხვადასხვა დაწესებულებებს კეთილი ნების საფუძველზე აქვთ გადაცემული.

რაც შეეხება ფართს, რომელსაც კომპანია თავად იყენებს, “სილქნეტში” აცხადებენ, რომ ფართი დაცულია.

შენობის პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართის მეპატრონეები კი მომხდარში „სილქნეტს“ ადანაშაულებენ.

დაზარალებულების თქმით, “სილქროუდმა” არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც შენობა უყურადღებოდ იყო მიტოვებული.

თუ რამ გამოიწვია ხანძარი ე.წ. აზარიანცის შენობაში, ამ დრომდე უცნობია.

news
: news იანვარი 13, 2015 21:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,788
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics