ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს

news
ავტ.: news სექტემბერი 29, 2015 15:01

ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი რუსთავის სასაფლაოზე დაკრძალეს

ავღანეთში დაღუპული ვასილ ყულჯანიშვილი რუსთავის სასაფლაოზე რამდენიმე წუთის წინ დაკრძალეს.

სამგლოვიარო ცერემონია ეკლესიიდან დაიწყო და მასში ათობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

გუშინ და დღეს კი ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. დაღუპულების ოჯახს უბრალო მოქალაქეები, ჯარისკაცები, ყულჯანიშვილის მეგობრები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები უსამძიმრებდნენ.

დაკრძალვის ხარჯები სრულად სახელმწიფომ დაფარა.

შეგახსენებთ, რომ ყულიჯანაშვილი ავღანეთში რამდენიმე დღის წინ დაიღუპა, მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი სამხედრო კი დაშავდა. ის მკურნალობის კურსს ამ დრომდე გერმანიაში გადის.

news
ავტ.: news სექტემბერი 29, 2015 15:01