ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

news
: news იანვარი 14, 2015 21:21

ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

POLIავტოსაგზაო შემთხვევა წალენჯიხის რაიონის ქალაქ ჯვარში მსხვერპლით დასრულდა. ზუგდიდიდან სვანეთის მიმართულებით მიმავალი უცხოური მარკის მსუბუქი ავტომანქანა ცენტრალურ გზაზე მიმავალ შუახნის მამაკაცს დაეჯახა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

ავტოავარია ჯვარში დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ადგილობრივი პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. უცხოური მარკის ავტომანქანის მძღოლი დაკავებულია. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ავტოავარიის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია იძიებს. წინასწარი ინფორმაციის თანახმად ავტოავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

news
: news იანვარი 14, 2015 21:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,992
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics