ავტოსაგზაო შემთხვევა – ვაკეში ოჯახს ავტომობილი დაეჯახა

news
ავტ.: news აპრილი 4, 2015 12:28

ავტოსაგზაო შემთხვევა – ვაკეში ოჯახს ავტომობილი დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მოხდა. გაჩერებაზე მდგომ ოჯახს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სავარაუდოდ, მანქანა მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რადგან ადგილზე გაჩერების კონსტრუქცია განადგურებულია.

მძიმე დაზიანებები, წინასწარი ინფორმაციით, მამამ და შვილებმა მიიღეს. ამ წუთებში მათ ოპერაცია უტარდებათ. საავადმყოფოში კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ. დაზიანებების გარეშე გადარჩა დედა.

დაშავებულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლიც.

თვითმხილველების ინფორმაციით, სასწრაფომ დაიგვიანა. თუმცა, 112-ში აცხადებენ, რომ პირველი გამოძახება 09.03 საათზე მიიღეს და ბრიგადა ადგილზე უკვე 5 წუთში იყო.

news
ავტ.: news აპრილი 4, 2015 12:28

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics