ავსტრიაში სატვირთოში 50 მიგრანტის გვამი იპოვეს

ავსტრიაში სატვირთოში 50 მიგრანტის გვამი იპოვეს

ავსტრიაში სატვირთოში 50 მიგრანტის გვამი იპოვესდასავლეთ ავსტრიაში სატვირთო მანქანაში 50 მიგრანტის გვამი იქნა აღმოჩენილი. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს. მანქანა ჩვეულებრივად გზაზე იყო გაჩერებული პარკირების ადგილას.
სავარაუდოდ, მიგრანტების სიკვდილი ჟანგბადის უქონლობამ გამოიწვია.
ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა იოახინ მიკლ-ლიატნერმა დაადასტურა მომხდარის შესახებ ინფორმაცია, თუმცაღა განაცხადა, რომ გარდაცვლილთა რაოდენობის შეხებ ინფორმაციას არ ფლობს.
პრეს-კონფერენციისას მან განაცხადა, რომ ეს ავსტრიისთვის შავი დღეა.

აფრიკის და აზიის ქვეყნებიდან თავშესაფრისმაძიებლები ავსტრიის საზღვრის გადალახვას სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ, ამაში მათ კონტრაბანდისტები ეხმარებიან. მინისტრის თქმით, “თუკი ვინმე კიდევ ფიქრობს იმას, რომ კონტრაბანდისტები კარგი ხალხია, ისინი ძალიან ცდებიან”.

ვირუსის ბლოკატორები