ავსტრიამ და გერმანიამ ათასობით მიგრანტი მიიღო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 7, 2015 08:33 განახლებულია

ავსტრიამ და გერმანიამ ათასობით მიგრანტი მიიღო

ავსტრიამ და გერმანიამ ათასობით მიგრანტი მიიღოავსტრიამ და გერმანიამ ათასობით მიგრანტი მიიღო, რომლებმაც უნგრეთის საზღვრები რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ გადალახეს.
ავსტრიის საზღვარზე მყოფი მიგრანტები ვენასა და მუნჰენში გაემართნენ. ეს ქალაქები უახლოეს დღეებში 10 ათასამდე თავშესაფრის მაძიებელს ელოდებიან.

მიგრანტები, რომლებმაც ურთულესი გზა გამოიარეს, მოსახლეობამ აპლოდისმენტებით მიიღო. გერმანელები მათ საჭმელს და საჭირო ნივთებს ურიგებდნენ.
ლტოლვილები ახლა რეგისტრაციის პროცესს გადიან, რომ ისინი დროებით თავშესაფარში დასახლდნენ.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ქვეყანა ნაკადს აუდის ისე, რომ ქვეყანაში გადასახადების გაზრდა არ გახდა საჭირო.

სირიელი ლტოლვილების რიცხვი, რომლებიც თავშესაფარს თხოულობენ ევროპაში, დღითიდღე იზრდება.
ავსტრიის მთავრობის განცხადებით, ნებისმიერ მიგრანტს საშუალება აქვს ავსტრიას სთხოვოს თავშესაფარი ან გადავიდეს გერმანიაში და იქ გაიაროს რეგისტრაციის პროცედურები.

ავსტრიამ და გერმანიამ ათასობით მიგრანტი მიიღო

უნგრეთის მთავრობამ გუშინ საზღვართან მიგრანტებს ავტობუსები გამოუყო, რომ მათ ქვეყნის გავლით შესაძლებლობა ქონოდათ ავსტრია-გერმანიაში მოხვედრილიყვნენ.
2013 წლის დუბლინის ხელშეკრულების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელმა შესაბამისი თხოვნით იმ ქვეყანას უნდა მიმართოს, რომელსაც პირველად გადაკვეთს.
ევროკავშირი ამ დღეებში ევროპაში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის პრობლემების მოგვარებაზე იწყებს მსჯელობას.
არსებული რეგულაციით, ქვეყნებს დაწესებული აქვთ კვოტები, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე განუსაზღვრავს სახელმწიფოებს მიგრანტების მიღების რიცხვს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 7, 2015 08:33 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,266
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics