ავლაბრის რეზიდენციაში ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონიისთვის ემზადებიან

news
ავტ.: news აპრილი 23, 2015 10:11

ავლაბრის რეზიდენციაში ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონიისთვის ემზადებიან

ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვედრის ოფიციალური ცერემონიისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს ამ წუთებში ავლაბრის რეზიდენციაში. ღონისძიება ერთ საათში უნდა დაიწყოს.

პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ დელეგაციების გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. მოგვიანებით კი, ორი ქვეყნის პრეზიდენტის ერთობლივი პრეს-კონფცერენცია შედგება.

დღესვე ლუკაშენკო საქართველოს პრემიერმინისტრს შეხვდება.

ბელორუსის პრეზიდენტი თბილისში გუშინ საღამოს სახელმწიფო დელეგაციასა და ათი წლის შვილთან ერთად ჩამოფრინდა. დღის ბოლოს ბელორუსის პრეზიდენტი ვაკის პარკში მივიდა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. გმირთა მემორიალთან კი ყვავილებს ლუკაშენკო დღეს მიიტანს.

news
ავტ.: news აპრილი 23, 2015 10:11

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics