- 1991 წლის 31 მარტი
- შსს-მ რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული რესტორანში დააკავა
- შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 – გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს და ვიდეომასალის სრული ვერსია
- “არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ – მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“
- უვარგისი პურს, რომელსაც პატიმრები არ ჭამენ, დაუგდებენ მტრედებს, მტრედები კვდებიან!!!
ავიაკომპანიები, რომლებიც ეკუთვნის პირადად პუტინს ჩვენი აზრით საქართველოშ არ უნდა შემოდიოდეს-ზურაბ ჯაფარიძე
მნიშვნელოვანი
- ავიაკომპანიები, რომლებიც ეკუთვნის პირადად პუტინს ჩვენი აზრით საქართველოშ არ უნდა შემოდიოდეს
სხვა სტატიები
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ავიაკომპანიები, რომლებიც პირადად ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის, საქართველოში არ უნდა შემოდიოდეს. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“დღეს გამართულ შეხვედრებზე საუბარი არ არის მხოლოდ აეროფლოტზე, საუბარია სხვა რუსულ კომპანიებზეც, რომლებიც არღვევენ საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. როგორ ჩვენ ვიცით, აეროფლოთს 30 სექტემბერს ჰქონდა რეისი სოხუმში. ავიაკომპანიები, რომლებიც ეკუთვნის პირადად პუტინს ჩვენი აზრით საქართველოშ არ უნდა შემოდიოდეს. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ თავისუფალი საბაზრო პრინციპებით მივუდგეთ ამ ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს დავუჭერდით-აღნიშნა ჯაფარიძემ. მისივე თქმით სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას და კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტროს, თანხმობა აქვთ გაცხადებული რომ რუსულ ავიაკომპანიებს, მათ შორის ისეთი ტიპის ავიაკომპანიებსაც რომლებიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს აზიანებს, საქართველოს ბაზარზე უშვებენ უპირობოდ. ამ მოლაპარაკლებების წინ ქართველი მხარე უკვე არის ცუდ მდგომარეობაში, ამიტომ ეჭვი მეპარება რომ ისინი შეძლებენ საქართველოს ინტერესების დაცვას.