ავიაიერიში ISIS-ის ლიდერის ავტოკოლონაზე

ავიაიერიში ISIS-ის ლიდერის ავტოკოლონაზე

erayiერაყის საჰაერო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერ აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის ავტოკოლონაზე ავიაიერიში განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ერაყის ხელისუფლება ავრცელებს.

წინასწარი ინფორმაციით, ისლამისტების ლიდერი ქალაქ ქერბელაში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების სხვა ლიდერებთან შეხვედრაზე მიემართებოდა.ერაყის ხელისუფლების განცხადებით, ავიაციამ დაბომბა ის ადგილიც, სადაც ისლამისტების შეხვედრა უნდა შემდგარიყო.თავად ალ-ბაღდადის მდგომარეობის შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ ვრცელდება.

„ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ცნობა ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთხელ გაავრცელეს. ოფიციალური პენტაგონი აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ამ დროისთვის ვერ ადასტურებს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიარეჯეპ ტაიპ ერდოღანი სირიაში რუსეთის ინტერვენციას შეცდომას უწოდებს