ავთანდილ ბერიძის აზრით, საქმე ვადამდელ არჩევნებამდე არ მივა

news
ავტ.: news თებერვალი 22, 2015 18:30 განახლებულია

ავთანდილ ბერიძის აზრით, საქმე ვადამდელ არჩევნებამდე არ მივა

მნიშვნელოვანი

  • აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღია. პოლიტსაბჭოს წარმომადგენელთა უმრავლესობამ და აჭარის დეპუტატებმა "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი დატოვეს.

სხვა სტატიები

აჭარის უმაღლეს საბჭოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღია. პოლიტსაბჭოს წარმომადგენელთა უმრავლესობამ და აჭარის დეპუტატებმა “ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისი დატოვეს.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, დღეს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. უმაღლესი საბჭოს დეპუტატების განმარტებით, მათ პოლიტსაბჭოს მიაწოდეს ინფორმაცია აჭარის უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებზე, გააცნეს საკუთარი ხედვები და პოზიცია, მოისმინეს პოლიტსაბჭოს მოსაზრებები.
“მოვილაპარაკეთ, რომ გაგრძელდება პოლიტსაბჭოსთან თანამშრომლობა. დაისახა რაღაც გეგმა, თუ როგორ ვიმოქმედებთ ხვალ, ზეგ, მაზეგ”, – განუცხადა ჟურნალისტებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ავთანდილ ბერიძემ, რომელიც დასახული გეგმის დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს. მან ამასთან დაკავშირებით, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ აჭარის უმაღლესი საბჭო იმოქმედებს კანონის, კონსტიტუციისა და საბჭოს რეგლამენტის ფარგლებში. ავთანდილ ბერიძის აზრით, საქმე ვადამდელ არჩევნებამდე არ მივა.

news
ავტ.: news თებერვალი 22, 2015 18:30 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics