ავთანდილ ბერიძე – ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აუცილებლად იქნება საქართველოში, ამის პირობას მე გაძლევთ

news
: news იანვარი 15, 2015 11:31

ავთანდილ ბერიძე – ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აუცილებლად იქნება საქართველოში, ამის პირობას მე გაძლევთ

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ავთანდილ ბერიძის აზრით, ზღვისპირა ქალაქისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია სასტუმრო, ვიდრე – ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

ამის შესახებ ბერიძემ ჟურნალისტებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც მთავრობის სხდომაზე დასასწრებად მივიდა.

ამასთან, ბერიძე ამბობს, რომ საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტი აუცილებლად აშენდება.

“ზღვისპირა ქალაქისთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანი სასტუმრო გახლავთ. ტექნოლოგიური უნივერისტეტი კი, აუცილებლად იქნება საქართველოში, ძალიან დიდი და ძალიან კარგი. ამის პირობას მე გაძლევთ”, – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რა საკითხები უნდა განიხილოს ავთანდილ ბერიძემ პრემიერ-მინისტრთან, იგი არ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ბევრი საკითხია, რომელსაც ვერ ჩამოთვლის.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მივიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეც.

news
: news იანვარი 15, 2015 11:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,680
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics