ადვოკატი – ივანიშვილი უნდა დაიკითხოს

news
: news იანვარი 23, 2015 15:09

ადვოკატი – ივანიშვილი უნდა დაიკითხოს

იმ შემთხვევაში, თუკი გარდაცვალებამდე იური ვაზაგაშვილი ნამდვილად შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, ივანიშვილის დაკითხვა უნდა მოხდეს, – ამის შესახებ ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, ნამდვილად შეხვდა თუ არა იური ვაზაგაშვილი ბიძინა ივანიშვილს.
“ვერ დავადასტურებ, ნამდვილად გაიმართა თუ არა ეს შეხვედრა. მაგრამ თუკი იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, მაშინ ბიძინა ივანიშვილით გამოძიება უნდა დაინტერესდეს და აუცილებელია მოხდეს მისი დაკითხვა. საინტერესოა, რა ინფორმაციას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის, ზურა ვაზაგაშვილის საფლავთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

news
: news იანვარი 23, 2015 15:09

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,433
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics