ადვოკატი გია სოსანაშვილის მხრიდან იური ვაზაგაშვილის მიმართ პირად შურისძიებას გამორიცხავს

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი გია სოსანაშვილის მხრიდან იური ვაზაგაშვილის მიმართ პირად შურისძიებას გამორიცხავს. ამის შესახებ გაგი მოსიაშვილმა ჟურნალისტებს პროკურატურასთან განუცხადა.

“პირადი შურისძიება ამ პიროვნების მხრიდან იური ვაზაგაშვილის მიმართ ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ გამორიცხულია. სხვა დანარჩენ კითხვაზე პასუხს ალბათ გამოძიება გასცემს. დამკვეთიც, შემსრულებელიც, აღმსრულებელიც და ორგანიზატორიც არის დანაშაულის ჩამდენი პირები. დღეის მდგომარეობით, საგამოძიებო გუნდმა შეძლო ის, რომ აღმსრულებელი დააკავა, ხოლო სხვა დანარჩენ პირებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა გამოძიების ეფექტურობის იმედი მაქვს”, -აღნიშნა ადვოკატმა.

საქართველოს პროკურატურის მიერ, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში აფეთქების შედეგად მოკლული იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ჩამდენი პირი დაკავებულია, – ამის შესახებ მთავარი პროკურატურა იუწყება.

banner
წინა სტატიაშიარსებობს მტკიცებულებები, რომელიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს-სოსო ჯოგლიძე
შემდეგი სტატიასოსანაშვილი ვაზაგაშვილის მკვლელობამდე ყარაფილას მეზობელ სოფელში იმყოფებოდა