“ადეიშვილი კონსულტაციებს უწევს ევროკავშირის სულ მცირე ორი ქვეყანას”

news
ავტ.: news იანვარი 20, 2015 23:01

“ადეიშვილი კონსულტაციებს უწევს ევროკავშირის სულ მცირე ორი ქვეყანას”

ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებას რჩევებს აძლევს და მთელ რიგ საკითხებში კონსულტაციებს უწევს-ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გია გეწაძემ, ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის ეთერში  – გადაცემა “არჩევანში” საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მისთვის უცნობია ინიშენება თუ არა ზურაბ ადეიშვილი უკრაინის ხელისუფლებაში რაიმე თანამდებობაზე, თუმცა უკრაინის ხელისუფლებასა და საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს შორის თანამშრომლობის ფაქტები ხშირია.

“ზურაბ ადეიშვილი რამდენადაც მე ვიცი ჩართულია ერთ-ერთ გუნდში რომელიც მუშაობს ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე. ვერ გეტყვით განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა. ერთი ვიცი, რომ ის კონსულტაციებს აძლევს უკრაინის მთავრობას და არა მხოლოდ უკრაინის მთავრობას. როგორც ჩემთვის ცნობილია ის კონსულტაციებს უწევს ევროკავშირის სულ მცირე ორი ქვეყანას. ჩვენს ქვეყანაში ერთის მხრივ ძებნილია და მეორეს მხრივ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს რჩევებს აძლევს. ასე რომ დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია,”-განაცხადა გია გეწაძემ.

news
ავტ.: news იანვარი 20, 2015 23:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics