„ადამიანობის მიღმა ჩადენილი ქმედება“- უსუფაშვილი ვაზაგაშვილის გარდაცვალებაზე

news
ავტ.: news იანვარი 22, 2015 20:22

„ადამიანობის მიღმა ჩადენილი ქმედება“- უსუფაშვილი ვაზაგაშვილის გარდაცვალებაზე

მნიშვნელოვანი

  • „ადამიანობის მიღმა ჩადენილი ქმედება“-ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს.

სხვა სტატიები

„ადამიანობის მიღმა ჩადენილი ქმედება“-ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს.

იგი აცხადებს, რომ  ხელისუფლებამ როგორმე უნდა მოახერხოს, რომ ადამიანები არ იყვნენ იძულებულნი თავად ეძებონ სამართალი მოკლული შვილების თუ სხვა უბედურებების გამო.

„ამაზე პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ ყველამ“-განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტზე კომენტარი გააკეთა უმრავლესობის კიდევ ერთმა წევრმა თინა ხიდაშელმა.

მან აღნიშნა, რომ ეს საქმე ისე უნდა იყოს გამოძიებული, რომ  საზოგადოებას არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

„ის რაც მოხდა, მკვლელობა ასეთი ცინიზმით არ მსმენია და ვერ წარმომიდგენია, რომ ადამიანს შეიძლება ასეთი შერყეული ფსიქიკა ჰქონდეს“-განაცხადა ხიდაშელმა.

news
ავტ.: news იანვარი 22, 2015 20:22

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics