ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ეროვნული ბანკის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა

news
ავტ.: news მაისი 21, 2015 16:35

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა ეროვნული ბანკის საქმიანობა უარყოფითად შეაფასა

2014 წლის ეროვნული ბანკის ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა უარყოფითად შეაფასეს.

ანგარიში გიორგი ქადაგიძის მოაგდუილემ არჩილ მესტვირიშვილმა წარადგინა. უმრავლესობა ამბობს, რომ მოქალაქეებმა ლარის გაუფასურებით ზიანი მიიღეს და ეროვნულ ბანკს ეფექტური ზომები უნდა გაეტარებინა.

უმრავლესობას კრიტიკული კითხვები სწორედ ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

„ჩვენი მხრიდან ვთვლით, რომ სწორი გადაწყვეტილებები იყო მიღებული, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის. ჩვენ არასდროს გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელიც მოკლევადიანი პრობლემების მოგვარებით ხელს შეუშლის ქვეყნის მომავალ განვითარებას. ასე ფიქრობენ საერთაშორისო ორგანიზაციები,“ – აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილე არჩილ მესტვირიშვილი

შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა ეკა ბესელიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ კომიტეტს არ ჰქონდა უფლება დადებითად შეეფასებინა ეროვნული ბანკის მიერ გაწეული სამუშაოები.

„ანალიზში, რომელიც გაკეთდა 2008-2009 წლებში, ამ პერიოდში ეროვნული ბანკი ყოველდღიურ ჩარევებს ახორციელებდა, მაგრამ ახლა ჩვენ ვნახეთ ერთი-ორი ჩარევა, რომელმაც რეალურად შედეგი ვერ გამოიღო. ეს არის სრულიად განსხვავებული ქმედებები. ანალიზის გაკეთების შემდეგ შეუძლებელია ჩაგვეთვალა, რომ ეროვნული ბანკის საქმიანობა იყო სწორი,“ – აცხადებს ეკა ბესელია.

news
ავტ.: news მაისი 21, 2015 16:35