აგულაშვილი არის პროვოკატორი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 31, 2015 11:40

აგულაშვილი არის პროვოკატორი

irma-inashvili1_1აგულაშვილი არის პროვოკატორი, დასრულდება თუ არა არჩევნები ღიად ვისაუბრებ როგორ ატერორებდნენ მისი ნათესავები ამომრჩევლებს“ – აცხადებს საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირმა ინაშვილი.
ინაშვილი გარემოს დაცვის მინისტრს ურჩევს ხე-ტყეს მიხედოს და პროვოკაციებზე საუბარს თავი დაანებოს. „ინაშვილის მხარდამჭერები არ გეგმავენ არანაირ პროვოკაციას, ეს არჩევნები მოგებული გვაქვს, ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, მშვიდობიანად წარვმართოთ პროცესი და დაველოდოთ შედეგებს, მოლოდინი ოპტიმისტურია თუ ხელისუფლება არ გამოიყენებს სააკაშვილის მეთოდებს, მაშინ დარწმუნებული ვარ ჩვენ ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ.“ – აცხადებს ინაშვილი.

მაჟორიტარობის კანდიდატმა გარკვეულ დარღვევებზეც ისაუბრა, მისი თქმით მეხუთე უბანზე 50 ბიულეტენის აღდგენა გახდა საჭირო, რადგან იყო გარკვეული პრობლემები, ასევე უფლებადამცველებისთვის უნდა გახსნილიყო საგარეჯოს მედიაცენტრი, თუმცა ჟურნალისტები ამ შენობაში არ შეუშვეს.

„ჩვენი შტაბი ძალიან სერიოზულად მუშაობს, არიან დამკვირვებლები, კოორნდინატორები, მედიის წარმომადგენლები, იყო აზრი, რომ შუალედური არჩევნები ვერ მიიპყრობდა ყურადღებას, რაც არ გამართლდა. არჩევნებს ყველა მედიასაშუალების ჟურნალისტი აშუქებს“ – აცხადებს ირმა ინაშვილი.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 31, 2015 11:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics