აბაშიძე-კარასინის შეხვედრა თებერვლის ბოლოს შედგება

news
ავტ.: news თებერვალი 17, 2015 12:53

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა თებერვლის ბოლოს შედგება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელს, ზურაბ აბაშიძეს შორის მომდევნო შეხვედრა თებერვლის ბოლოს პრაღაში შედგება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ცნობით, კარასინსა და აბაშიძეს შორის გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც მხარეებმა მომდევნო შეხვედრის თარიღსა და რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილეს ყურადღება.
გრიგორი კარასინსა და ზურაბ აბაშიძეს შორის პირველი შეხვედრა 2012 წლის დეკემბერში ჟენევაში შედგა. 2013-2014 წლებში მხარეებმა პრაღაში შვიდი დისკუსია გამართეს. შეხვედრებისას ძირითადად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხები განიხილება. მსგავსი დისკუსიები 2008 წლის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი დიალოგის ერთადერთ არხს წარმოადგენს.

news
ავტ.: news თებერვალი 17, 2015 12:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,849
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics