8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ФСБ: “გენერალ-ლეიტენანტის მკვლელობის მცდელობაში პოლონეთიც მონაწილეობდა”

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობაში პოლონეთიც მონაწილეობდა. მათივე ცნობით, მკვლელობის დაგეგმვაში, რომელიც, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო შეკვეთილი, უშუალოდ მსროლელის დაქირავებაში პოლონეთის დაზვერვაც მონაწილეობდა.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობის შემსრულებელი ლიუბომირ კორბა უკრაინის სპეცსამსახურების აგენტი იყო.

კორბა პოლონეთის სადაზვერვო სამსახურების დახმარებით მონაწილეობდა რეკრუტირებაში. მკვლელმა კიევში გაიარა სროლის წვრთნა, შემდეგ კიშინიოვისა და თბილისის გავლით რუსეთში გაემგზავრა და სამხედრო პერსონალზე, მათ შორის ალექსეევზე, ყოველთვიურად 2000 დოლარად ჯაშუშობა დაიწყო. უსაფრთხოების სამსახურმა ასევე დაჰპირდა მას 30 000 დოლარის გადახდას წარმატებული მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში“,- ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადება კიევმა უკვე უარყო, ვარშავას კი ჯერ ოფიციალური პასუხი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევზე თავდასხმა მოსკოვში 6 თებერვალს განხორციელდა. მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დუბაიში 8 თებერვალს დააკავეს. მოსკოვორეცკის სასამართლომ კორბას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალი წაუყენეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მკვლელობის მცდელობაში. ვლადიმერ ალექსეევი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილეა.

banner
წინა სტატიაში“ვერ გადაადგილდება ფიზიკურად” – გიორგი ქორქია სასამართლო პროცესს არ ესწრება
შემდეგი სტატიაავსტრალიაში ისრაელის პრეზიდენტის ვიზიტი ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა