“Украинская правда”: მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

news
ავტ.: news ივლისი 20, 2015 19:41

“Украинская правда”: მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს აცხადებს და ამ მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესშია. ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდას” ოდესის გუბერნატორის პრესსამსახურის თანამშრომელმა დენის სამიგინმა განუცხადა.
“მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცესშია” – განუცხადა მან გამოცემას.
მანამდე კი სააკაშვილის მოადგილემ მარია გაიდარმა გამოცემა “მედუზასთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს და თავადაც არ აპირებს რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმას. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის კონსტიტუცია ორმაგ მოქალაქეობას კრძალავს.

news
ავტ.: news ივლისი 20, 2015 19:41