მიხეილ ტერეშენკო, კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტოს ფოტოკორესპონდენტი, რომელიც გამარჯვებულად გამოცხადდა თბილისის საპროტესტო აქციებზე გადაღებული ფოტოს გამო, დაჯილდოვების ცერემონიალზე ვერ ჩავა, რადგან ორგანიზაციამ მიწვევა გაუუქმა. ამის მიზეზად “ევროპაში მზარდი ნერვული ფონი” დასახელდა.
ჟიურის გადაწყვეტილება გააპროტესტეს ევროპის ქვეყნებში, მათ შორის, ქართველმა ჟურნალისტებმა და ფოტოგრაფებმაც.
გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მარია ზახაროვა გამოეხმაურა და World Press Photo-ს გადაწყვეტილებას “თვითმკვლელობის ტოლფასი აქტი” უწოდა.